საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. „დიდგორობაა! - 2 წლის წინ ამ დღეს პირადად,ჩემი ხელით შევიტანე ინციატივა - მოთხოვნა ბათუმის მერიაში, რომ აღმართულიყო დიდი დავით აღმაშენებლის ძეგლი. “ქართული მარშის” და ჩვენი ბათუმელი ძმების ძალისხმევით, დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ ძეგლის დადგმის ნებართვას!
მერია შეგვპირდა რომ 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებდა აღმაშენებლის ძეგლის ხარჯებს, გამოაცხადებდა კონკურსს და აღმართავდა ძეგლს. როგორც ვატყობ, ამ დიდ მამულიშვილურ საქმეს აჭიანურებენ…
ან ბათუმის მერია გამოაცხადებს კონკრეტულ თარიღს - თუ როდის აღიმართება ძეგლი, ან არადა “ქართული მარში” თავად შეაგროვებს თანხას, გამოაცხადებს კონკურსს და აღმართავს ძეგლს - აბა გაბედოს ვინმემ დავით მეფის წინ გადადგომა!“. - წერს თავის ფეისბუკ-გვერდზე „ქართული მარშის“ ლიდერი, ქართველი პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე.