სამართალი
ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი.

ნიკა გვარამიას საქმე - მოსამართლემ გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გირაოს გადასახდელად გვარამიას ერთთვიანი ვადა აქვს, თუმცა "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე აეკრძალა. მოსამართლის აზრით, არსებობს საფრთხე რომ ნიკა გვარამიამ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, გადაიხდის თუ არა დაკისრებულ გირაოს.

საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულ ნიკა გვარამიას აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე“, - აღინიშნა მოსამართლემ.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა.