აქტუალური
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 11 აგვისტოს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:29 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 24 კილომეტრში, 4.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა 10 აგვისტოსაც. მიწისძვრის სიმძლავრემ, რომელიც თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.