საქართველო. 12 აგვისტო, საქინფორმი. ლევან ბერძენიშვილს მაღაზიაში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. "ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში გამყიდველმა თუ მეპატრონემ ლოკოკინებთან საბრძოლველი ქიმიკატი არ მომყიდა, თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო. მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!", - წერს ბერძენიშვილი (ვიდეო იხ. აქ).
შტრიხები პორტრეტისთვის: ლევან ვალერიანის ძე ბერძენიშვილი - პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი, „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, დისიდენტი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს ხელწერილი დადო КГБ-სთან თანამშრომლობის შესახებ. ციხეში დაწერა მრავალგვერდიანი დასმენა, რომელშიც მწარედ ინანიებდა ანტისაბჭოთა საქმიანობას, გამოსწორებას ჰპირდებოდა და აღწერა თავისი ღვიძლი ძმის - დავითის ანტისაბჭოთა ანტისაბჭოთა მოღალატური საქმიანობის ფაქტები. შემდგომში გადაიბირებულ იქნა აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ. ათეისტი, ლიბერალიზმის და ლგბტ-ღირებულებების მიმდევარი, ტრადიციულად თანამშრომლობს ნებისმიერ ანტიქართულ ანტისახელმწიფო პოლიტიკურ ძალასთან - პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.