უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - თურქეთის ჯარები მობილიზებული იყვნენ საზღვართან და სწორედ ამიტომ არ შეეცადა რუსეთი ბათუმის აღებას

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის ჯარები მობილიზებული იყვნენ საზღვართან და სწორედ ამიტომ არ შეეცადა რუსეთი ბათუმის აღებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს ომის დროს მოსკოვში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტზე, რომლის დროსაც სავარაუდოდ, ბათუმის ბედზე იყო საუბარი.

„რაც შემიძლია, ამასთან დაკავშირებით გითხრათ, ის არის, რომ არავინ იცის, რას მოიმოქმედებდა თურქეთი საქართველოში რუსეთის სრული შემოჭრის შემთხვევაში, რა იყო ერდოღანის გეგმა, მაგრამ თურქეთის ჯარები მობილიზებული იყვნენ საზღვართან და სწორედ ამიტომ არ შეეცადა რუსეთი ბათუმის აღებას“, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

1tv.ge