პოლიტიკა
წაგებულ ომს დამნაშავეები სჭირდებოდა

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. „2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი იყო. თქვენ ვერ იპოვით მის ვერც ერთ კადრს თუ გამოსვლას აგვისტოს ომის პერიოდში, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ომის დროს ქვეყანაში არ ჩამოვიდა.

სამხედრო მოქმედებებს კახა ლომაია, გიგი უგულავა, დიმიტრი შაშკინი, იაკობაშვილი და მსგავსი „კვალიფიციური" სამხედრო სტრატეგები ხელმძღვანელობდნენ. ხოლო მხედართმთავარი ხან ჰალსტუხს ჭამდა, ხან ხალხის თვალწინ ფორთხავდა.

ცხადია, ომს დამნაშავეები სჭირდებოდა და ამ დამნაშავეების როლები მოარგეს მათ ვისაც ფული არ ჰქონდათ რომ თავი გამოესყიდათ ამ როლისგან, ან მათ ვინც რაღაც დაინახა”, - ასე იწყება პოსტი ფეუსბუკ-გვედზე მახსოვს/Makhsovs რომელმაც სოცქსელის მომხმარებლებმა მასიურად აზიარებენ.