დარბაზი გადავსებულია მამულიშვილური სითბოთი და ერთგულებით შემკობილი მხცოვანი თუ ახალგაზრდა მწერლებით, სადაც არც კონდიციონერია და არც ვენტილიატორი ტრიალებს. დუღს ივნისის შეუბრალებელი სიცხე, ოფლად დნებიან დღევანდელობის უმადურობოთ ისედაც დამდნარი ჭეშმარიტ ქართულ მწერლობას შეწირულები.
ყველას სურს გამოვიდეს, იმ გაჭირვებასა და უმადურობაზე ისაუბროს რასაც დღეს მაღალი ზენეობით, სიკეთით და სიყვარულით შემკული, კაცობრიობის მიერ გენიალურად ნაკურთხი ქართული მწერლობა განიცდის. ერთმანეთს უყვებიან იმ გოლგოთას გზაზე, მწერლობა რომ შეაყენეს პოლიტიკოსებად წოდებულმა უცხოეთის ლაქია ვიგინდარებმა.
მეოთხედ საუკუნეზე მეტია ევროპელებად გადაქცევის ჯადოს მივდევთ. ამ ხნის განმავლობაში გაევროპელების ღამურებისგან გამოჩეკილ უფრთო ლორწოიანი გამონათქვამის ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“-ს გაფრთოვანების მოლოდინით გვაბითურებენ. ამათ რომ ჰკითხო, რომელ ერს ეკუთვნიან, გიპასუხებენ, ევროპელები ვართო.
ერთ ფსიქიკურად შერყეულ მავანს თავი ხორბალი ეგონა და ეშინოდა მამალი ამკენკავსო. გრძელვადიანი მკურნალობის შემდეგ ჰკითხეს, ხომ გჯერა, რომ ადამიანი ხარ, და მამალი ვერ აგკენკავსო. მე კი მჯერა, მაგრამ ეს მამალმა თუ იცისო. ამ ევროპელებად გადაქცევის ღამურებისთვის ევროპას მამლის ხელა ავტორიტეტი არ აქვს. რომ შეათანხმონ თავიანთი ვაი ევროპელობა? გაგიგიათ, რომ საფრანგეთიდან გერმანელები ან სხვა ევროპელები ასე უცერემონიოდ დეპორტაციით გამოეპანღურებინოთ? არადა ევროპაში თავშესაფარს უპრობლემოდ აძლევენ პედერასტებს. რაღა ქართველობას იბრალებენ გაპედერასტდნენ და გაევროპელებაში პრობლემები მოეხსნებათ.
მწერალთა ყრილობაზე კი ვნებათა ღელვა ბობოქრობს, ყვებიან მწერლობის იმ სავავალალო ყოფაზე, რაც ყველამ იცის და აწუხებს. ისმენენ მწერლები ყოველივე ამას და მწუხარებით გულს იკოდავენ. ვინ იფიქრებდა დამოუკიდებლად წოდებულ საქართველოში ასე აბუჩად თუ აიგდებდნენ მწერლობას და საამყო ქართულ ვაჟკაცურ ტრადიციებს ვიღაც ბუკიკიოების და მის მსგავსების რეკომენდაციათ შემოსაღებულ ბრძანებებზე გაცვლიდნენ ევროატლანტიკური ჯადოქრის მონა ვაი ქართველები.
ყველა ერი თავის მწერლობით ამაყობს, რამეთუ იგია ერის სახე, კაცობრიობის სპეტაკი სულიერების საგანძურში საპატიო ადგილის მოპოვების გარანტი. თუ რომელიმე ერს შეუძლია იამაყოს თავისი მწერლბით ,,ვეფხისტყაოსნის“ კაცთმოყვარეობით და სიკეთის სხივფენილ ქართველებსაც შეეფერებათ. ახლა კი გაძარცვული და ღალატით გზას აცდენილი ჩვეული შეუპოვრობით შეჭიდებია მუხთლობის ნაყოფ ყოფნა-არყოფნის უბედურებას.
ვინ დააკნინა და დააძაბუნა საქართველო ისე, რომ ამაყ ქართველებს ნატო-ში და ევროპაში შესვლა სამარცხვინო მათხოვრობად უქციია?!
უმადურობა ადამიანის ყველაზე საშინელი მანკიერებაა, ამდენად ყველაზე ძნელად საპატიებელი.
ვის აწყობდა საქართველოს ყველაზე ერთგული მფარველის შეძულება, უვიცი, უცხოეთის ლაქია, სამშობლოს კეთილდღეობით მოვაჭრე მუხთალთა მიერ მისი უმადურობის სიბინძურით დასვრა და ამ საიმედო მეგობრის ლანძღვა-გინებით აკლება?!
რანი ვიყავით და რა დავრჩით.
სიცრუეს სიმართლის ცოდნა არ უყვარს. სიმართლეს კი ერის სიამაყე ქართული მწერლობა ღაღადებს. ამიტომაც დაარბიეს ნაციონალებმა მწერალთა კავშირის სახლი. ავეჯი ქუჩაში გადმოყარეს, ააქოთეს არქივი, ბიბლიოთეკა და იმ დარბეულ შენობაში აღარ შეუშვეს. ახლა ისეთ ჯურღმულში არიან შეყუჟულები, რომ მხცოვან მწერალს რომელიმე კიდურის გაწირვად დაუჯდება.
მწერლობა ინდმეწარმეებს გაუთანაბრეს და თუ რაღაც სასწაულად თავისი ნაწარმოების მცირედად გამოქვეყნებაში ვიღაც მიეხმარა, წილში უდგებიან, როგორც ხელოსანს ზედადგარი რომ დაამზადა. ეს პირობითად, თორემ სად აქვს დამშეულ მწერალს რამის გამოქვეყნების საშუალება.
გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი - ალექსანდრე ებრალიძე და დააარსა მწერლებისათვის დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია კომპეტენტური კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულთათვის. გაცემულ პრემიებში ისევ ჩაუდგნენ წილში მწერლებს. უმადურობით გაწბილებული ქველმოქმედი ისე გაქრა, როგორც მოვიდა.
მწერალთა ყრილობაზე კი ყვებიან აზერბაიჯანში მწერლები როგორ პატივში ჰყავთ ეკონომიკურად, შემოქმედებითად, ხალხთან ურთიერთობაში. ამის მოსმენით გულს იკოდავენ თავიანთი სავალალო ყოფით ისედაც გულმოკლული მწერლები.
ვინ მოთვლის, ამგვარი გაჭირვების ტყვე რამდენ მწერალს შეახმა ხელი კალამზე, სათქმელი რომ ვერ თქვა.
მწერალს თავისი შემოქმედებით იცნობენ; მსახიობს თეატრში, კინოში და მაყურებელთან შეხვედრებით აფასებენ. რამხელა სიმაღლიდან ჩამოვვარდით და დავენარცხეთ ფეოდალური კაცთმოძულების ცივ განუკითხაობას. უაღრესად გასაოცარია, როცა ამ პირქვე დამხობილი მდგომარეობიდან უცხოეთის ლაქია, მათგანვე დაპროგრამებული უვიცთა ხროვა იმ ცხოვრებას დასცინის, ამაყად რომ ვიდექით ფეხზე და გაევროპელობაზე საღრეჭი კი არა, ჩვენი ყოფა სხვას ენატრებოდა.
ამგვარ მწერლობის მახრჩობელა ვითარებაში გვეყოლებოდა ვაჟა, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ლადო ასათიანი, თუნდაც ჭაბუა ამირეჯიბი თავისი „დათა თუთაშხია“-თი? ვინ მოთვლის იმ საამაყო მწერლებს, ხელშეწყობით და გვერდში დგომით მათი შემოქმედება ერის საბედნიეროდ რომ აყვავდა.
მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ადრე გადაღებულ, მსოფლიოში სახელგანთქმულ ფილმებს ვატრიალებთ. ამით ქართული კინოს ნოსტალგიას ვიყუჩებთ და ვეფერებით. შემორჩენილ ბრწყინვალე მსახიობთა თაიგული კი ნელ-ნელა ილევა და მიდის. სიტყვის თქმაც კი აღარ ღირს განათლებაზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე, სპორტსა და მთლიანად სახალხო მეურნეობაზე ამ ვერაგობით, ღალატით, ანტიეროვნულობით, უცხოეთის პარპაშით აწიოკებულ და გამფრთხალ ერისშვილებიან პირქვე დამხობილ საქართველოში.
განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა ყალბი თავისუფლების და დემოკრატიის ძალადობით შემოტენილი დრო, სექსუალური მანიაკები, ბილწი, გარყვნილი, გეებად წოდებული ხურუშიანები იმდენად აიწყვეტავდნენ, რომ თბილისში აღლუმის ჩატარებას მოინდომებდნენ?
გაუკუღმართებულ დღევანდელობას თავისი საკუთარი მწერლობაც ჰყავს ყველა ლექსის ტუალეტში დაწერით რომ ტრაბახობენ სექსუალურად ბილწი და საკუთარ დედაზე ვბნებააშლილი მანიაკები. ამ ტუალეტის პოეტებს ფულს უხდიან, უთმობენ ტელევიზიას, ეფერებიან, ანებივრებენ, ტაშს უკრავენ „ვირის სახარების“, „საიდუმლო სირობის“ და მსგავსი ნაცოდვილარის ავტორებს, სიბილწე და გარყვნილება ნიაღვარივით რომ მოედინება მათი ნაჯღაბნებიდან, მრავალგზის პრემიებით აჯილდოებენ. კულტურის სამინისტრო მათი მსგავსების შეკრებაზე ლონდონში გაგზავნას აფინანსებს. საინტერესოა, ბაირონის სამშობლოში როგორ მოიხიბლებოდნენ ამ ტუალეტის მწერლების „შემოქმედების“ სურნელებით. საქართველოს უძღებ შვილთა გაევროპელების მათხოვრობის შედეგია მათი ესოდენი განებივრება. ამგვარი უწმინდურობის აღზევება კი ევროპის ისტორიას სამარცხვინო ლაქად შემორჩება. ეს სამარცხვინო ლაქა ევროატლანტიკურ როკვას რომ ახლავს სატანის ბოდვასავით შემოგვრეჩენია და ქრთველთა სპეტაკი სულიერების დასვრას ცდილობს.
მწერალთა ყრილობაზე მსჯელობენ იმ გაუსაძლის ყოფაზე, რაც მათ გარდა არავის ესმის. ტელევიზიას ყრილბა არც კი გახსენებია, ასეთ წვრილმანზე თავს არ იწუხებენ იქ, სადაც მედროვეთა გნიასი, პარტიათა წარმომადგენლების ძიძგილი, ერთმანეთის ცემა-ტყეპა და ბილწსიტყვაობით საღი იუმორის შეშფოთებაა.
რამხელა განგაში ატეხეს ქართლის დედის შეურაცხმყოფელმა, სტრასბურგში მიმავალმა ჭიაბერაშვილმა ჩემოდანი დაკარგაო. სისტემატურად გვაუწყებდნენ რა დონეზე იყო მისული მისი ძებნა; მესამე თუ მეოთხე დღეს გაგვახარეს, რომ ჩემოდანი იპოვეს. ამ ჩემოდანდაკარგულზე ზოგიერთ ტელეკომპანიებს კონკურსი აქვთ ღია ეთერში რომ გამოიყვანონ და დაბოღმილი შუბლით ნაციონალური ღვარძლი დაათხიოს.
ამერიკის ელჩი წყაროსთნ ჩამომჯდარი დევივით გვაფრთხილებს, თუ მიწების გაყიდვას აკრძალავთ, ინვესტიციები აღარ შემოვაო. რა ინვესტიციებია ისეთი წინაპართა სისხლით და შეწირული სიცოცხლის ფასად შენარჩუნებულ მიწაზე ძვირფასი?! ასე გვმოძღვრავს სტრატეგიულ პარტნიორად შენიღბული მბრძანებელი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ერთი დოლარის ინვესტიცია რომ არ ჩაუდვია და მისი სამხედრო უწყება სამასმილიონ დოლარს ხარჯავს ფრიად საეჭვო ლუგარის ლაბორატორიის მოწყობაში და ამ ეშმაკის მოციქული ლაბორატორიის კეთილ ანგელოზად შემოსაღებით გვაბითურებენ.
ჩვენ კი ვითომ ავღანეთში მსოფლიო ტერორიზმს ვებრძვით. იქ ამერიკელების შემდეგ დიდი სამხედრო კონტინგენტით თავს ვიწონებთ, საკუთარი თავი რომ ვერ დაგვიცავს და არავინ იცის ეს კუდის ქიცინი რამდენი უჯდება ქართველ ხალხს. ამასობაში აზერბაიჯანმა მცოცავი აგრესიით დავით გარეჯიდან იწყო ტერიტორიების გამოჭმა; საინგილო არ ეყოთ. თავდაცვის მინისტრი კი ნატო-თი თავსი იწონებს, დავით გარეჯთან ერთი პოსტი რომ ვერ მოუწყვია. რა ვუყოთ, ტრაბახი ხომ პრაქტიკულ საქმიანობაზე გაცილებით იოლია.
უცხოელთა ევროატლანტიკურ ხუსტურებზე როკვაში ქართველი ერის ინტერესების არაფრად ჩაგდებით მისი დასუსტება მეზობლებს მტაცებლის მადას უღვივებს. მადა კი ჭამაში მოდის. თუ ასე გაგრძელდა როდემდის ეყოფათ უნიათო ჩიტი-ჩიორა თავისი ბარტყებით?
ვინ გაყიდა და ყიდის ქართულ მიწებს და მთლიანად საქართველოს უცხოელებზე; სოფლად ერთი მუჭა ფულაინი მიწთმფლობელები ვინ ააღზევა და უმიწაწყლოდ დარჩენილ გლეხობას ვინ წაართვა სოფელი?! ევროატლანტიკურ რეკომენდაციებზე დევნით ვინ შეუსუსტა ქართველ ერს მძლავრი მაჯისცემა?! ამერიკის როგორი სტრატეგიული პარტნიორი ხარ, რომლის სტრატეგიის საფუძველი მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა?!. ანტიდასავლური განწყობილების სათავე კი თვითონ ევროატლანტიკური მბრძანებლების ქართველი ერის დამამცირებელი პარპაშია. მათი ლაქია პარტიებად წოდებული სალაყბოები, ასეთივე უცხოეთის ფინანსეით დაქოქილი, არასამთავროებად შემოსაღებული უმეცართა ანტიეროვნულობის ჭეშმარიტად და დემოკრატიად გასაღების თავხედური მცდელობებია, რომელთა მუხთლობა ქვეყანას ძვირად უჯდება. ამ დაპროგრამებულთა თავში ჩატენილ უმეცრების კადნიერი და შეუპოვარი ღავღავი მწარე ღიმილის მომგვრელია. როგორც ხელისუფლებას ჩაეჭიდებიან, ივიწყებენ, რომ ხალხის არაფრად ჩაგდებით სავალალოდ დაიძირებიან. მაღლა თავიანთი დამსახურებით კი არ ავიდნენ სხვამ აიყვანა და დადო. ამგვარი პოლიტიკოსებად წოდებული პარაზიტები დალაგდნენ წინა არჩევის ხელისუფლებაში და დაგვამშვენეს კიდეც სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული და მისი მსგავსი კანონების მიღებით. დემაგოგი, ვითომ პატრიოტი, სინამდვილეში სამშობლოს გამცემი და თანამემამულეთა გროშებზე გამყიდველი, სიტყვით ვითომ ზნეობრივად სპეტაკი, საქმით სინდისგარეცხილი ანგარებიანი უნამუსოა. სწორედ ამგვარ კადრებს ჩეკავენ ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, ასე ენერგიულად რომ გვტენიან დასავლეთელი მბრძანებლები დემოკრატიის ნიღბით. ამ გაბოროტებულ პოლიტიკური ნაგვის ქვეყნის ასაქოთებლად გაცოფება მთელმა საქართველომ იხილა, პარლამენტში შესაჭრელად წითელკანიანებივით რომ როკავდნენ.
ხალხი ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის მტრად თვლის, ვის აქვს უფლება მისთვის სასათბურე პირობების შექმნის და ბიუჯეტიდან ამ ასაკრძალი უბედურების დაფინანსების?! უცხოეთის მფარველობით და წაქეზებით გვარიანად რომ წამლავენ ქართველი ხალხის სავალალო ყოფას. რა ძალა კვებავს მათ თვხედობას, რომ ისედაც დაბოხებულ ხელისუფლებას გულს უხეთქავენ. ხალხმა ამ ჭირის მოკვეთა ქართულ ოცნებას მიანდო მოკვეთა კი არა, ევროპელი მფარველებით განებივრებულებმა ლამის თვითონ ქართული ოცნება გადასანსლონ.
პარლამენტში შეჭრა ჩაეშალათ და ახლა ოკუპანტის ღრიალით დარბიან ქვეყნის ქაოსის უბედურებაში ამოსახრჩობად. ასე დაძრწოდნენ ,, კოკოითი ფანდარასტის“ ღრიალით სისხლიანი ავანტიურის მზადებისას. ქართველ ხალხს განუკურნებელი უბედურება რომ დაატეხეს და რუსეთი აიძულეს ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ახლა ფანადარასტებად დარჩენილებმა რუსეთთან კიდევ ერთი პროვოკაციის მოწყობით ქართველ ხალხს უფრო გაურთულეს ცხოვრება თვიანთი მფარველების საამებლად.
ევროპულად გადაჯიშება კი თავის მსხვერპლს ითხოვს. გაუსაძლის გაჭირვებასთან მებრძოლ ქართველთა სამშობლოდან გარეკვის მიზნით ავტომობილების ევროპულად ტექნიკური შემოწმება მოიგონეს, სატანის სამსახურშ მისაღებად მისულს უთხრეს, შარის მოდების ხელოვნებას როგორ ფლობ რომ გავიგოთ, გვაინტერესებს ტელეფონის ბოძს რას მოუხერხებო. მან გარშემო შემოუარა და მოედავა, რატო ტოტები არ გამოგიტანიაო. ცალკე ფართო საუბრის თმაა, როგორი შარის ლაბირინთებში უწევს გავლა ისედაც გაჭირვების ტყვე კაცს. ასევეა ტაქსების თეთრად გადაღებვის ფსიქოზით შეპრყობა. ამ ევროპისგან განებივრებულ სექსუალურ ბილწთა და გარყვნილ მანიაკთა აღზევების ვითარებაში რა გასაკვირია გეები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ტაქსების გაცისფერება მოინდომონ; რა ვქნათ, ახლიდან გადავღებოთ?
რომელ ხელისუფლებას შერჩენია ხალხთან ბრძოლაში გამარჯვებით ზეიმი. ხალხთნ ომი კი დღევანდელობამდე ყველა მედროვეთა ხროვას სავალალო დასასრულად ჰქცევია.
სად გაგონილა სახლის მშენებლობის ზედა სართულიდან დაწყება, ყველა ღონისძიების წარმატების საფუძველი ხალხზე ზრუნვა და მისი კეთილდღობაა. რა ევროპელობის ჰარიქა შეჰყრიათ, როცა ხალხი საშინელი გაჭირვებიდან გამოსავალს ვერ პოულობს. ვერ ხვდებიან რომ ხალხისთვის ტვირთის შემსუბუქების ნაცვლად მისი კიდევ უფრო დამძიმება ხარაკირის ტოლფასია.
დარბიან ევროპიდან მოვლინებული ბუკიკიოები და აკვირდებიან, რამდენად ევროპულად მიმდინარეობს ავტომობილების შემოწმება. იქ ნახმარ და გამოწუნებულ მანქანებს გაჭირვების ტყვე ქართველებზე რომ ყიდიან და საქრთველო თავიანთ სანაგვედ აქციეს. ევროპელობა მონატრებული მედროვეები კი ამგვარად იკმაყოფილებენ ევროპელებად გადაქცევის ჟინს. ქართველ კაცს კი ტელეფონის ბოძივით სდებენ შარს. თუ ამას ვეღარ გაუძლო და თავსი სამშობლოს გაერიდა ამათ ეს აწყობთ. სტარტზე დგენად ინდოელი, არაბი, აფრიკელი და უამრავი უცხოელი ჩასახლება-დასახლებაში მსუყე ფულს რომ გაადაიხდიან; ზნეობის, ენის, სარწმუნოების და ვაჟკაცური ტრადიციების ერთგულებით ევროატლანტიკურ ღამურებს არ შეაშფოთებენ.
მწერალთა კავშირის ყრილობა კი წინამორბედივით დამთავრდა განებივრებულ უიმედობასთან საპაექროდ. რა ვუყოთ, ქართულ მწერლობას ისე უჭირს როგორც მთელ ერს რამეთუ მისი განუყოფელი ნაწილია. წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსებოდა ხალხი, რომლის სულიერი საზრდო ტუალეტის მწერლების ნაცოდვილარი იქნებოდა.
ვის აწყობს ჭეშმარიტად ეროვნული, საამაყო მწერლობის ესოდენი აბუჩად აგდება?!
უცხოელ მომღერალ-შემსრულებლებს მილიონებს უხდიან. მისი მცირედი ნაწილიც კი მწერლობას რეანიმაციიდან გამოიყვაანდა. სადა სცალიათ ამისათვის საკუთარ თავზე ზრუნვაში ჩაძირულებს.
პარლამენტი ადგენს და ამტკიცებს ყველა სახის კანონს. საკუთარ თავზეც ხომ უნდა იზრუნოს. არაფერს ვამბობთ ხელფასზე, პრემიებზე, ყოველგვარ პრივილეგიებზე, ღმერთმა შეარგოთ. ხვალინდელ დღეზეც ხომ უნდა იზრუნონ. ვინც პარლამენტის წევრი გავლით მაინც ყოფილა სიკვდილამდე ისეთ გასამრჯელოს უნიშნავენ მწერლისთვის სიზმარიც რომ არ გაიმეტებს. დაჯექ და კვნიტე, თან სიამოვნებით გაიხსენე ანტიდისკრიმინაციულ კანონს უპრეტენზიოდ რომ ემხრობოდი.
დრო კი წარმავალია და ამქვეყნიურობაც წამიერი გაელვებაა. კიბის ქვეშ უპატრონოდ გარდაცვლილი ნიკალა ისე დამარხეს საფლავიც დაიკარგა. დღეს მისი შემოქმედება ერის სადიდებელ უკვდავების გზას რომ ამშვენებს, ყველაზე მდიდარია აღიარებით, სითბოთი და სიყვარულით რითაც ქართველი ხალხი მის ხსოვნას ამკობს.
ისინი კი ქონების დაგროვებით გაუმაძღრი ჭამა-ყლაპვით, ღრეობით და საწყალი ხალხის აბუჩად აგდებით თავს რომ იწონებდნენ ისე გაქრნენ როგორც ჯანმრთელი ორგანიზმიდან მოწოვილი სისხლით გაბერილი კოღოები.
უკვდავების გზაზე შედგომა მსხვერპლს მოითხოვს, რაც კოღოს და ყველა ჯურის პარაზიტისთვის მიუწვდომელია.
საქართველოს სიყვარულით გულანთებული, ხალხის სათაყვანო პოეტის - თემური ჩალაბაშვილის ლექსით შეგახსენებთ იმას, რასაც ხალხი განიცდის:
ვისაც უნდა ეწყინოს,
ანდა გაუკვირდეს,
არა გადამთიელებს -
მე ვგულისხმობ მკვიდრებს,
სამშობლოში ვერ გიტანთ
სამშობლოზე მდიდრებს.
ანტიდასავლური განწყობილება კი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, რომლის ვულკანივით ამოფრქვევა უამრავ პარტიებად წოდებულ პარაზიტთა ხროვას თვიანთი არასამთავრობოებით ისე მოფშვნის, რომ ევროატლანტიკური ყალბი დემოკრატიის სატყუარა ვეღარ უშველით.
მწერალი - გივი სომხიშვილი
2019 წლის 6 აგვისტო