პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: არამზადებმა, რომლებმაც 11 წლის წინ 08.08.08. ომი დაიწყეს, გუშინ დაღუპულთა საფლავები შებილწეს!

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ყველამ იცის, ვინ და რატომ მოაწყო საკუთარი ხალხისა და რუსი სამშვიდობოების სისხლიანი სასაკლაო ქართული არმიისა და უცხოელი დაქირავებულების ძალებით - ეს იყო მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდალი და საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი თანამზრახველებით - ძალაუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელებით. დამნაშავეთა ქმედებები, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა თავისი მოქალაქეები და ტერიტორიის 20%, დეტალურად არის აღწერილი “საქინფორმი”-ს ასობით პუბლიკაციაში, ამის შესახებ გუშინ შეახსენა საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, ეს შეხსენება შემთხვევითი არ ყოფილა: გუშინ მკვლელებმა - გაქცეული სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის, ასევე საპატიმროში მყოფი მერაბიშვილისა და რანგით დაბალი არამზადების გამოკლებით - გაუგონარი უტიფრობა გამოიჩინეს - გამოცხადდნენ იმ ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე, ვინც 11 წლის წინ სიკვდილისთვის გააგზავნეს!

განგებ სევდიანი სახეებითა და დამპალი გვირგვინებით, რომლითაც შემდგომ, სასაკლაოზე მათ მიერ მიტოვებული ახალგაზრდების საფლავები შებილწეს, ნაძირლები საფლავებთან ჩამწკრივდნენ და უბედური დედების, ცოლებისა და შვილების თანდასწრებით ყალბი სიტყვები წარმოთქვეს! ამ ნაძირლებმა - ვაშაძემ, ბოკერიამ, უგულავამ, ბაქრაძემ, ბარამიძემ და მათმა თანამზრახველებმა - 11 წლის შემდეგაც არ გამოტოვეს მომენტი, რომ მათ მსხვერპლთა საფლავები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ!

მაგრამ განა მხოლოდ ეს მოღალატეები არიან დამნაშავე, 2008 წლის აგვისტოში უპრეცედენტო სისხლიანი პროვოკაცია რომ მოაწყეს?! რატომ გრძნობენ თავს ეს ვირთხები ჩვენს შორის ასე მშვიდად, რატომ არ მიიკუნჭნენ შეშინებულნი ამ დღეებში მაინც კუთხე-კუთხე, არ აანთეს სანთლები და არ ილოცეს თავიანთი ხსნისთვის?! რატომაა დღესაც საქართველოში ამდენი ზომბი, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, მიუხედავად ათასობით უდავო ფაქტისა და ჯანსაღი აზრის საწინააღმდეგოდ ?! აი ესაა უბედურება ... ”, - წერს „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, Facebook– ის საკუთარ გვერდზე.