სამართალი
თოჯინების თეატრის მსახიობი სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ოზურგეთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდაცვლილი ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სადარბაზოში დილით მეზობელმა იპოვა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

გარდაცვლილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.