სამართალი
ფინეთში მყოფი ქართველი ფეხბურთელი ამ დრომდე მოწმის სტატუსით არის დაკავებული. „როვანიემში“ მოთამაშე პავლე ხორგუაშვილი ათი „ჩაწყობილი“ თამაშის მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
ინფორმაცია 23 წლის ნახევარმცველის დაკავების შესახებ გუნდის ოფიციალურ საიტზეც არის განთავსებული. ფინელმა სამართალდამცველებმა ხორგუაშვილი ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ექვს უცხოელ სპორტსმენთან ერთად ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმის გამოძიებისას აიყვანეს. თბილისში მომხდარ ფაქტს გაუგებრობად მიიჩნევენ და სპორტსმენის გამართლების იმედი აქვთ.