პოლიტიკა
ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენი პროგნოზები და ფინანსური ინსტიტუტების ანალიზი, რომ სამწუხაროდ, საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, სამწუხაროდ, გამართლდა, ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბეშუმში ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და ეროვნულ ბანკს მისი ჯანსაღი პარამეტრების შენარჩუნებისთვის ყველა ინსტრუმენტი გააჩნია.

ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები”, – განაცხადა პრემიერმა.