პუბლიკაციები
ხიდირბეგიშვილი: რუსები ბრუნდებიან - ლარი მყარდება

 გასულ უქმეებზე ქართული ეროვნული ვალუტა მიუხედავად იმისა, რომ არ დაბრუნებია წინა მაჩვენებლებს, მეტიც - არ დაბრუნებია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ დონეს (1 $ - 2.63 ლარი), მაგრამ მნიშვნელოვნად გამყარდა: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1 აშშ დოლარი ღირს 2.8870 ლარი. ასევე გაიაფდა 1 ევრო - 3.2037 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 3.4941 ლარი.

ეს პროცესი უკავშირდება არა მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციას, რომელმაც სავალუტო ბირჟაზე 32 მილიონი დოლარი გაყიდა, არამედ საქართველოს მთავრობის სხვა პრაგმატულ ქმედებებს, რომელმაც შეწყვიტა ადგილობრივრუსოფობების თამაშს აყოლა, რათა დაეტკიცებინა ვიღაცისთვის აშშ-ში, რომ „რომის პაპზე მეტი წმინდანი, ანუ - „დასავლეთელია“, ვიდრე ოპოზიცია, რევანშისტი სააკაშვილისდა მისი პარტია ნაცმოძრაობის“ სახით. შედეგად, რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაბრუნება დაიწყეს და მთელი ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა (სასტუმროები, კვების ობიექტები, ტრანსპორტი და სხვ.), რომლებმაც კინაღამ სული გააცხეს, კვლავ ამუშავდა, თუმცა, სრული დატვირთვით ჯერ ვერა.

ჩამოვთვლით მხოლოდ რამდენიმე ღონისძიებას, რომლებმაც, ერთობლივად შეუწყო ხელი რუსეთიდან ტურისტული ნაკადის თანდათანობით გაზრდას, რომელიც, ივნისში, თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობისათვის ჩამოსული რფ-ის სახელმწიფო დუმის დელეგაციასთან დაკავშირებული სამარცხვინო ინციდენტის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა:

1. საქართველოს ხელმძღვანელებმა თავს „გმირულად დაატანეს ძალა“ და შეწყვიტეს ყოველდღიურად საჯარო გამოსვლებში სენტენციის გამეორება: ”რუსეთი მტერი და ოკუპანტია”. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საერთოდ შეწყვიტა კომენტარები ყველაფერზე (იმედია, ასე გაგრძელდება საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე!), მხოლოდ პრემიერ მინისტრ ბახტაძეს, რომელიც აშშ-ში ვიზიტისასა ასე ძალიან მოუვიდა თვალში სახელმწიფო მდივან პომპეოს, იშვიათად, მაგრამ მაინც წამოსცდება ხოლმე - ”ქვეყანა-ოკუპანტი”.

2. საქართველოს მთავრობამ მოსკოვში და უკან, ერევნის გავლით, ფრენების სუბსიდირება მოახდინა 600 ათასი ევროთ და ახლა უკვე დამატებითი ფრენებს ხსნის მინსკის გავლით.

3. გასულ კვირას ნატოს საერთაშორისო წვრთნები "Agile Spirit" საქართველოში ისე ჩუმად ჩატარდა, რომ ისინი არც კი შეუნიშნავს მედიას. თუ უწინ საქართველოს მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა ესწრებოდა გახსნისა და დახურვის პომპეზურ ცერემონიებს და, შემდგომ იმართებოდა ესტრადის ვარსკვლავების გრანდიოზული კონცერტები, ამჯერად გახსნაზე თავდაცვის მინისტრიც კი არ ყოფილა, აღარაფერი რომ არ ვთქვათ პრეზიდენტსა ან პრემიერ-მინისტრზე. აღარ ჩატარებულა კულტურული პროგრამებიც, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა რაოდენობისა და სამხედრო აღჭურვილობის მხრივ, ეს წვრთნები ყველაზე მასშტაბური იყო.

4. შსს სტრუქტურებს დაევალათ მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ რუსტურისტებთვის, დაწყებული სასაზღვრო-საბაჟო პუნქტებიდან და მათი უფლებების დაცვით, საქართველოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სააკაშვილის პროვოკატორებისა და, უბრალოდ, ხულიგნების - რუსოფობის შესაძლო შეტევებისგან.

5. ზოგადად, საქართველოში კეთილსაიმედო ფონი შექმნა სასამართლო-სამართალდამცავი სისტემის მოქმედებების შედეგად, როგორიცაა სააკაშვილის თანამოაზრეების მიერ 20-21 ივნისის ღამეს განხორციელებული გადატრიალების მცდელობის გამოძიება, და ერთ-ერთი მათგანის - დამნაშავე ოქრუაშვილის დაპატიმრება, რომელიც რეჟიმის დროს რიგრიგობით ხელმძღვანელობდა ყველა ძალოვან უწყებასა და შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორია. სწორედ ის ოქრუაშვილი, რომელმაც მოსკოვში ”ფეკალიებს” აგზავნიდა - აქაოდა, ”რუსებისთვის სულერთია - რა ქართული ღვინო და რა - განავალი“; ფინანსური დარღვევების შემოწმება სააკაშვილის აწ უკვე ყოფილ ტელეკომპანია ”რუსთავი 2” - ში - მთავარი ანტირუსული პროპაგანდის რუპორში, რომელიც დღეს მის კანონიერ მფლობელს გადაეცა, და ა.შ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2019 წლის 5 აგვისტო
საქართველო, თბილისი

წყარო: SPUTNIK