პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ჩააბარებს თუ არა საქართველო ერთიან ეროვნულ გამოცდას?

     საქართველოში დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და 1 აგვისტოდან გვამცნობენ, რამდენი "ჩაიჭრა" და ვინ გახდა სტუდენტი. ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდა უნდა ჩააბაროს თავად საქართველომ და ამ დღეებში შევიტყობთ, ის სახელმწიფო თუ აშშ- ადმინისტრაციის მმართველობაში მყოფი ტერიტორია. თუმცა, აშშ ძალიან ხმამაღლა არის ნათქვამი, უფრო სწორად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მრჩევლისა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მმართველობაში მყოფი, ვინაიდან პრეზიდენტ ტრამპს საქართველო არ აინტერესებს.

ჰოდა აი საგამოცდო ბილეთის პირველი კითხვაც: შეიძლება თუ არა საქართველო ჩაითვალოს შემდგარ სახელმწიფოდ, როცა მის ტერიტორიაზე ორი ზესახელმწიფოს - - რუსეთისა და აშშ-ის, საელჩოთა შენობებია, მაგრამ არ არის არც რუსეთის და არც ამერიკის ელჩი?

თუ საქართველო არ „ჩაიჭრა“ ამ საკითხში, მაშინ პასუხის გაცემა მომდევნო, ბევრად უფრო რთულ კითხვებზე მოუწევს, მაგალითად:

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელისუფლება იწვევს უცხოურ დელეგაციებს, მაგრამ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი არ შესწევს, რის შედეგადაც ამ დელეგაციათა წევრებს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა აყენებენ?

თუ საქართველო სახელმწიფოა, მაშინ მისი ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ოფიციალური ბოდიში მოუხადოს რუსეთის ფედერაციას და სახელმწიფო დუმის დელეგაციაზე თავდამსხმელთა დაკავების ბრძანება გასცეს, რატომ უწყობს ხელს დამნაშავეებს - რუსეთს მტერსა და ოკუპანტს უწოდებს და უკვე თვე-ნახევარია ნებას რთავს რუსოფობებს, პარლამენტის წინ მიტინგი გამართონ?

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელისუფლებაც უკვე თვე-ნახევრია არ აღკვეთს პარლამენტის წინ გამართულ ანტისამთავრობო მიტინგებს შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას გადაყენების მოთხოვნით, რომელმაც საქართველო კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომისგან იხსნა?

თუ საქართველო სახელმწიფოა, მაშინ, როგორც ამას ექსტრემისტები მოითხოვენ, რუსთაველის გამზირსა და ტელეკომპანია რუსთავი 2”-ის ეთერში, რატომ აძლევენ პასუხისგებაში იმ პოლიციელებს, დაჯილდოებსა და დაწინაურების ნაცვლად, რომლებმაც, 20-21 ივნისის ღამეს, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ეს სახელმწიფო გადაარჩინეს?

და განა არ უნდა შეწყვიტოს ეთერი სახელმწიფომ იმ ტელეარხს, რომელიც ძირს უთხრის მის საძირკველს, პროპაგანდას უწევს სააკაშვილის დანაშაულებრივ პარტიასა და ლგბტ-ს, შეურაცხყოფს რუსეთს და მის პრეზიდენტს არანორმატიული ლექსიკით, იწვევს საპასუხო ქმედებებზე, აწყობს საბოტაჟსა და პანიკას თესავს მოსახლეობას შორის და მოუწოდებს "პრორუსული" ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისკენ მორიგი „რევოლუციის“ გზით?

- შეიძ₾ება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომელიც 100% -ით არის დამოკიდებული რუსეთზე - პურის და საწვავის უალტერნატივო მომწოდებელზე დაბალი ფასების გამო, რუს ტურისტებზე, რუსულ ბაზრზე, რუს ინვესტორებზე და რუსეთიდან ფულად გზავნილებზე, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ისწრაფვოდეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისკენ, ისწრაფვის საქართველოს ნატოს სამხედრო ბლოკში ჩათრევისკენ? რუსეთის ხელისუფლების ერთადერთმა რეკომენდაციამ რუსებისთვის, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისგან უსაფრთხოების მიზნით, ასევე პირდაპირი ავიაგადაზიდვების შეწყვეტამ წამში გააუფასურა ქართული ეროვნული ვალუტის კურსი და დაანგრია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც შედგენილია გათვლით 1 დოლარი - 2,63 ლარი. შედეგად, საქართველოში, სადაც უმუშევრობა 60% -ზე მეტია, მოსახლეობის 40% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ხოლო ბავშვების 30% -ზე მეტი შიმშილობს, 20% -ით გაძვირდა მედიკამენტები და კვების პროდუქტები, 20 თეთრი გაძვირდა ბენზინი და დიზელის საწვავი, ხოლო ევროს კურსმა 30 თეთრით აიწია. და ამასთან ერთად პუტინს რომ ხელი მოეწერა რფ-ის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დამტკიცებული ეკონომიკური სანქციების პაკეტთვის საქართველოს წინააღმდეგ(ქართულ ექსპორტზე უარის თქმის, ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ), დღეს თბილისში არ იქნებოდა ხელისუფლება, სამაგიეროდ, იქნებოდ ძარცვა, მშიერი ამბოხი და სისხლისღვრა...

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომელსაც სათავეში უდგას ეკონომიკური მკვლელი - პრემიერი ბახტაძე, რომელმაც, სანამ საქართველოს ეკონომიკა მოკლავდა, მოკლა რუსეთზე 100%-თ დამოკიდებული საქართველოში ყველაზე მომგებიანი კომპანია - საქართველოს რკინიგზა, როდესაც მისი გენდირექტორი იყო? ბახტაძე შეეცადა შეესრულებინ ბაიდენის თანაშემწის და სახელმწიფო მდივან პომპეოს მითითებები - შეეწყვიტა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ”მისდამი დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევა”, და შეზღუდა რუსი ტურისტებისა და ინვესტორების რაოდენობა, ”რომლებიც იგივე ოკუპანტები არიან, რათა მათ არ მოახდინონ საქართველოს ტერიტორიის 100%-ის ოკუპაცია“. ნებისმიერ სახელმწიფოში, ისეთი ქმედებების გამო, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, მის უსაფრთხოებასა და მოსახლეობას, პრემიერ-მინისტრთან ერთად მთელ მინისტრთა კაბინეტს მინიმუმ გადააყენებდნენ, ან სადმე, უფრო შორს გაამწესებდნენ ...

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელმძღვანელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრია, მაგრამ რომელსაც არ ემორჩილება ეროვნული ბანკი? ეროვნულ ბანკს, რომლის რეზერვებმა 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, დიდი ხნის წინ უნდა გაეყიდა რამდენიმე ათეული მილიონი (განეხორციელებინა ინტერვენცია სავალუტო ბირჟაზე) და დაესტაბილურებინა კურსი, ამის ნაცვლად კი, განაგრძო მათი შესყიდვა, ანუ ამოიღო სავალუტო ბაზრიდან, რითაც ხელოვნურად გააღრმავა დოლარის დეფიციტი!

სამაგიეროდ, პრემიერ მინისტრი ბახტაძე ანეგდოტის გმირი გახდა, რადგან ყოველდღე ტელევიზორში დასაქოქი თოჯინასავით ერთსა და იმავე ფრაზა უცვლელად იმეორებს: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე!”. თუ ეს მართალია, მაშინ რატომ არ ეხმარება №1 სტრატეგიული პარტნიორისაქართველოს ასეთ რთულ მომენტში, მით უმეტეს, რომ დოლარი მათი, აშშ-ის, ეროვნული ვალუტაა?! იმიტომ ხომ არა, რომ საქართველო დეფოლტამდე მიიყვანოს და აუქციონზე გაყიდოს, რათა შემდეგ „კაპეკებში“ იყიდოს?!

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელისუფლებაც მუდმივად ატყუებს მოქალაქეებს - აქაოდა, ჩვენ მარტივად მოვახდენთ ქართული ეკონომიკის დივერსიფიკაციას - გამოვნახავთ ალტერნატიულ მყიდველებს ქართული ღვინის, “ბორჯომისა“ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის! მოვიზიდავთ სხვა ინვესტორებს რუსების ნაცვლად! ახლა დასავლელი ტურისტები საქართველოს მოაწყდებიან და რუსებს მყისიერად ჩაანაცვლებენ!”?

და რატომ ავრცელებენ სიცრუეს თითქოს რუსი ტურისტები რუბლიანი ქვაწვიები არიან, ხოლო დასავლელები და არაბები, მათი თქმით, ხელგაშლილი მდიდრები და უკლებლივ ყველა - შეიხები? დღეს, მას შემდეგ, რაც საქართველომ მილიარდი დოლარი დაკარგა, აღმოჩნდა, რომ სწორედ რუსები ხარჯავდნენ ხელგაშლილად ფულს ჭამა-სმასა და გართობაში, აქეთ-იქით ხარჯავდნენ ფულს და არ იშურებდნენ ფეხის ქირას, ხოლო ევროპელები და არაბები კაფეშიც კი ყაირათიანად იხდიდნენ, ჯიბის კალკულატორის გამოყენებით

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობა - მინისტრები, პარლამენტარები, მერები - დოლარიანი მილიონერები არიან, ზღაპრულად მდიდრდებიან ინფლაციით, იმ დროს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილით და დაავადებებით იღუპება?

შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელისუფლებაც არ ზრუნავს იარაღიან ადამიანებზე - რით გამოკვებონ თავიანთი ოჯახები პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებიც, მინისტრების, პარლამენტარების და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, ვერ ახერხებენ ქრთამის აღებას და ფიქსირებულ ხელფასზე ცხოვრობენ?

ამ დროს კი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პიარ-ღონისძიებებით ერთობიან, აწყობენ ევრობასკეტს და კრეფენ ჩაის, ხან სპორტულ მაისურებში, ხანაც - პლანტაციებში გლეხების თავსაბურავებში გამოეყობილნი ... მათ არ ჩამოუვარდება თბილისის მერი, რომელიც უწინდებურად ფიქრობს, რომ მილანში და მოსახლეობას დრაკონულ გადასახადებს აკისრებს - ავტოტექდათვალიერება, პარკირების ჯარიმა და ფასიანი პარკირება, ვიდეოჯარიმები, ევროსტანდარტულ დიზელზე გადასვლა და ..

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომელსაც არა აქვს ერთიანი სახელმწიფო საზღვარი და აქვს ტერიტორიული პრობლემები თითქმის ყველა მეზობელთან? რომლის ხელისუფლებაც ხელიდან უშვებს უკანასკნელ შესაძლებლობას, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან მანამ, სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს თავის შემადგენლობაში არ მიუღია? რა ჰქვია იმ ხელისფლებას, თუ არა დივერსიული, ბეცი და ორპირი, რომელიც, ერთის მხრივ, ”აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიან გაერთიანებას, ხოლო მეორეს მხრივ - უალტერნატივო, თვით კონსტიტუციაში შეტანილ, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს დეკლარირებს?! არის თუ არა ადექვატური ხელისუფლება, ომელიც ლაპარაკობს სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, როდესაც კარგავს თბილისსა და ბათუმს?! როგორც კი ნატო ან აშშ განაცხადებენ, რომ აქ სამხედრო ბაზის გახსნას აპირებენ, რუსეთი და თურქეთი საქართველოში ჯარებს ემოიყვანენ და მაშინ "მხიარულ ქართველები" (მამარდაშვილის მიხედვით), რომლებმაც დღეს პუტინთან ვაჭრობა გადაწყვიტეს ("პატივცემულო, დაუბრუნე საქართველო აფხაზეთი და სამაჩაბლო და ჩვენც, ჯანდაბას, არ შევუერთდებით ნატოს!”), ბოლოსდაბოლოს გაიგებენ ტერმინების -ოკუპაცია”, ინტერვენციადაანექსია ნამდვილ მნიშვნელობა!

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის მთავრობაში არ არის ეროვნული უმცირესობების არცერთი წარმომადგენელი, რომელიც მისი მოსახლეობის მესამედზე მეტს წარმოადგენს? შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, სადაც იმაზე ნაკლები ქართველი ცხოვრობს, ვიდრე ემიგრაციაში - რუსეთში, ევროპაში, თურქეთსა და აშშ-ში ერთად აღებული? შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, სადაც კანონი არ აღკვეთს - და, შესაბამისად, ხელს უწყობს ფობიებს უახლოეს ხალხებადმი - რუსოფობია, სომხოფობია, აზერბაიჯანოფობია? და რა სახელმწიფოა ეს, სადაც პატივს არ მიაგებენ თავის 700 ათას მოქალაქის ხსოვნას, გმირებს, რომლებმაც დიდ სამამულო ომში ფაშიზმი დაამარცხეს, სამაგიეროდ გახსნეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და აიღეს მაღლესი თავარსარდლის - ქართველი სტალინის ძეგლი მის მშობლიურ გორში?!

- შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელისუფლებაც დაბლოკილია პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებსაც აქვთ რესურსი, გაუმჯობესონ ურთიერთობები რუსეთთან, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ნებისმიერ დონეზე - საზოგადოებრივი ლიდერებიდან დაწყებული, დე-ფაქტო პოლიტიკურ ხელმძღვანელობით დამთავებული?

შეიძლება თუ არა სახელმწიფოდ ჩაითვალოს საქართველო, რომლის ხელისუფლებასაც უნარი არ შესწევს მშვიდობიანი ან ომის გზით გადაწყვიტოს მისი სუვერენიტეტის საკითხი, მაგრამ რომელიც, საკუთარი კეთილდღეობისათვის, ატყუებს მთელ მსოფლიოს - აქაოდა, ქართველები ძირეული ევროპელები არიან, ქართველ ხალხს კი სურს ნატოს წევრი გახდეს?! და სახელმწიფოა ეს, რომლის ხელისუფლებასაც არ გააჩნია არცერთი არგუმენტი თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გასამართლებლად, ეშინია პუტინთან შეხვედრის და წარმოადგენს აშშ-ი საელჩოსა და სოროსის ფონდის დანართს? ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ისეთი ამერიკული რეზიდენტურების ნებას, როგორიცაა "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", რომელიც წარმოადგენს ნაციზმის, ჰომოსექსუალიზმისა და ლიბერალიზმის სიმბიოზს, მაგრამ არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას - აღადგინოს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან?!

     მაშ, ჩააბარებს თუ არა საქართველო „ერთიან ეროვნულ გამოცდას“, თუ „ჩაიჭრება“ და საბოლოოდ გადაიქცევა მარიონეტების ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ, უცხოური სამხედრო ბაზების ტერიტორიად? სულ მალე შევიტყობთ...

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2019 წლის 5 აგვისტო
საქართველო, თბილისი