რელიგია
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას უწმინდესი სამღვდელოებასთან ერთად სამებაში აღავლენს.
ეკლესია დღეს მოიხსენიებს წმინდა ილია თეზბიტელს და ილია მართალს (ჭავჭავაძე). დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე.
საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.
პრემიერმა უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა.