აქტუალური
დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება კავშირშია ანაკლიის საკითხთან, თუ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები, ანაკლიის კი არა, ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს - დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად უპასუხისმგებლოა. კერძო, პერსონალურ, პოლიტიკურ, სახელისუფლებო თუ რაღაც ფინანსურ ინტერესებს ეწირება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, დავით გარეჯთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავება ორგანულად უკავშირდება პორტის საკითხს, რადგან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა ასეთი ტიპის პროექტს მნიშვნელობას უკარგავს.

"დარწმუნებული ვარ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება ორგანულადაა კავშირში ამ საკითხთან, ვინაიდან თუ ჩვენ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები,მაშინ ანაკლიის პორტი კი არა ,ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს. ვინაიდან ასეთ პროექტებს მხოლოდ მაშინ აქვს დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ რეგიონში ვართ გამტარი ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთების,"-აცხადებს უსუფაშვილი.