საზოგადოება
გიორგი ქობულია: რას ედავებიან ამ ხალხს, მე ვერ გავიგე

 საქართველო, 1 აგვიტო, საქინფორმი. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე საუბრობს.

დღესაც დარჩა ეს ჩემთვის საიდუმლოდ, რას ედავებიან ამ ხალხს, მე ვერ გავიგე. მე მთავრობაში ვმუშაობდი, წვდომა მაქვს რაღაცებთან და მე თუ ვერ გავიგე, რას ედავებიან ამ ხალხს, საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის. ანაკლიის პორტი კიდევ ცალკე საკითხია. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და პოპულარულ ენაზე აუხსნას საზოგადოებას, რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას ედავებიან და რის გათეთრებას. ის, რაც აღწერილია ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკავშირე ფულის გათეთრებასთან. თუმცა, ეს ტრანზაქცია განსაზღვრულ კითხვებს იწვევს“, – ამბობს გიორგი ქობულია.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700-700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.