საზოგადოება
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციები დღეს დაახლოებით 13 პროცენტით გაძვირდა. ამ დროისთვის, ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება 14 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
24 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგამდე აქციების ფასი დაახლოებით 15 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. შემდეგ ღირებულება ეტაპობრივად 12.42 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა, რაც 2016 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი
სავარაუდოდ, აქციების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი დღეს გამოქვეყნებული ანგარიშია, რომლის მიხედვით 2019 წლის პირველ ნახევარში „თიბისი ბანკის ჯგუფის“ საერთო მოგება 258 მილიონი ლარი იყო.