სამართალი
საშემოსავლოს გადახდა ბინის ყველა გამქირავებლისთვის სავალდებულოა

reestriახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, ადრინდელი 12 %-ის ნაცვლად, 20%-ით იბეგრება.

ბინის გამქირავებელთათვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა სავალდებულოა. ამ გადასახადისგან თავის არიდების შემთხვევაში კი ისინი სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, ბინა ორგანიზაციაზე ქირავდება თუ კერძო პირზე და რამდენად აქირავებს მას მეპატრონე – 200 ლარად თუ 2000 დოლარად.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეები შესაძლოა, იურიდიული მისამართიდან მოიხსნან, რაც პირადობის მოწმობების გაუქმებას გამოიწვევს.

 

მოქალაქე, რომელიც ექვს თვეზე მეტია, ახალ მისამართზე ცხოვრობს, ვალდებულია, ამ მისამართზე დარეგისტრირდეს, იმის მიუხედავად, საცხოვრებელი მისი საკუთრებაა თუ არა. ახალ მისამართზე დარეგისტრირების შემდეგ პირადობის ახალი მოწმობის აღება უფასოა. რეგისტრაციის წესის შესახებ სიახლე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე მოქმედებს.

უძრავი ქონების სააგენტო „პრივატ სერვისის“ გაყიდვების მენეჯერ ეკა ვადაჭკორიას განმარტებით, საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებამ ბინების გაქირავება უკვე გააძვირა. გაძვირებაა მოსალოდნელი სამოქალაქო რეესტრის ინიციატივის შედეგადაც, რადგან, დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის ხელშეკრულების რეგისტრაცია 51 ლარი ღირს.