რელიგია
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ა.წ. 25 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) კურთხევით ლონდონში მოღვაწე არქიმანდრიტი დოროთე (ბარბაქაძე) მისი აღმატებულება, დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრო.
აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივი გაერთიანებების განმტკიცებაში ადგილობრივი რელიგიური ჯგუფების მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად ჩატარდა.