პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრების დახურული შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, ყველა საკითხზე იმსჯელეს, რომელიც კომიტეტებს სექტემბერში აქვთ განსახილველი.

თითოეულ საკითხზე წარმოდგენა უნდა გვქონდეს, საითკენ მივდივართ და რა გვჭირდება. ანგარიშებია მოსასმენი, მათ შორის, მთავრობის ანგარიში. ვითარება გარკვეულწილად გამოწვევებს შეიცავს, რაზეც პასუხებია საჭირო. სახალხო დამცველისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშებია მოსასმენი და ყველა მზად უნდა ვიყოთ. ამ განხილვებს მაქსიმალურად სერიოზული და შედეგზე ორიენტირებული ხასიათი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.