საზოგადოება
უცხო ქვეყნის მოქალაქეები იაპონიას ტოვებენ

japanიაპონიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ. 126 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ზოგიერთმა საელჩომ ევაკუაცია გამოაცხადა. დიპლომატებთან ერთად იაპონიიდან გაჰყავთ რიგითი მოქალაქეებიც, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

ავიაკომპანიების უმეტესობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება – ტოკიოს ნაცვლად რეისები ოსაკას აეროპორტიდან განახორციელოს.

მიუხედავად ამისა, იაპონიაში საქართველოს საელჩო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ქართველი დიპლომატი რევაზ ბეშიძე ადასტურებს, რომ საგანგაშო ვითარების გამო ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სრულად შეწყვიტა მუშაობა, საელჩოთაგან ნაწილი კი ქვეყნის სამხრეთში გადავიდა.

ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა საგარეო საქმეთა სამინიტროს მითითებას ელოდება. მანამდე კი საელჩოში მუშაობენ როგორც ევაკუაციის, ისე სამხრეთ ნაწილში გადასვლის გეგმაზე.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა განცხადებით, ფუკუსიმას ატომურ სადგურზე ვითარება ორ დღეში თუ არ დარეგულირდა, იაპონია შესაძლოა, მეორე ჩერნობილად გადაიქცეს.