საზოგადოება
ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა - დეიმონ უილსონი

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმაამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

უოლსონის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს საქართველოს ტრაექტორია განსაზღვრონ.

ჩვენ თავისუფალ საზოგადოებებსა და ავტორიტარულ, კორუმპირებულ რეჟიმებს შორის დაპირისპირების ეტაპზე გადავდივართ. ქართველებმა იციან, თუ რომელ მხარეზე სურთ, რომ იყვნენ. ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა. იბრძოლეს იმისთვის, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ მას სურს საკუთარი მომავალი თავად შექმნას. და ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა. თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს მათ განსაზღვრონ საქართველოს ტრაექტორია და არა თავად ქართველებმა“, - განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.