სამართალი
ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე მისულ ოპერატორებს ქვები დაუშინეს

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ლიფტი შახტაში ჩავარდა და ადამიანები დაშავდნენ, სამშენებლო კომპანია გრანდ სითის წარმომადგენლებმა ადგილზე მისულ ოპერატორებს ქვები დაუშინეს.

ინციდენტის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ედნარ კოჩალიძე დაშავდა. დაზიანება მან თავის არეში მიიღო.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დაშავებულ ოპერატორს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე გაუწიეს.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის #2-ში, მშენებარე კორპუსიდან ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. ისინი საადმყოფოში არიან გადაყვანილები.