პოლიტიკა
სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მიერ აფხაზეთის მიმართ საბრძოლო რიტორიკის უარყოფითა და რესპუბლიკასთან ურთიერთობების შეცვლის სურვილით - ლევონ გალუსტიანი

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. "სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის უარყოფითა და რესპუბლიკასთან ურთიერთობების შეცვლის სურვილით," - განუცხადა აფხაზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან გალუსტიანმა "რია ნოვოსტის".

"თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგი სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე წინაპირობა. მათ შორის აგრესიული რიტორიკის უარყოფა და სურვილი არა სიტყვებით, არამედ საქმეებით ურთიერთობების შეცვლასთან დაკავშირებით,”- განაცხადა სააგენტოსთან მოსაუბრემ.

ამავდროულად, გალუსტიანმა სინანული გამოთქვა, რომ აფხაზეთის ომის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული მთელი ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, სურს აფხაზი ხალხის დამონება. მისივე თქმით, შემრიგებლური განცხადებები, რომლებიც ბოლოხანს რეგულარულად ისმის თბილისიდან, აშკარად უსარგებლოა, რადგან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ქართულმა მხარემ უარი თქვა შეთანხმებას ხელი მოაწეროს „შეთანხმებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ძალის არგამოყენების შესახებ. „ფრაქციის ("პატრიოტთა ალიანსი "- საქინფორმი) წარმომადგენლებს შეუძლიათ მოაწყონ რიგი აქციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების მიღებას და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას", - დაამატა გალუსტიანმა.