აქტუალური
ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან, ხოლო კიევსა და თბილისში - არა - კურტ ვოლკერი

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან, ხოლო კიევსა და თბილისში – არა, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ, სადაც არჩევნები ასე თუ ისე წარმატებულად ტარდებოდა, ბოლო არჩევნების გამოკლებით, რომელზეც იყო დარღვევები. მათ ახლა, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობაისინი ახლახან გადავიდნენ პროპორციულ წარმომადგენლობაზე და აუცილებელია, სწორი მიმართულებით წავიდნენ წინ და უზრუნველყონ, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. თუ საქართველო სწორი მიმართულებით სვლას გააგრძელებს, და ეს ჯერ ისევ სათუოა, და შეინარჩუნებს დემოკრატიულ კურსს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია იქნება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლებად გადაიქცეს“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.

ვოლკერის თქმით, ქართველებს, ისევე როგორც ესტონეთის, სლოვაკეთისა თუ გერმანიის მოქალაქეებს, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ უსაფრთხო ქვეყანაში.

ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან და ადამიანები კიევსა და თბილისშიარა. რა განსხვავებაა? ყველას საერთო მისწრაფებები აქვთ. ეს ჩვენ, ნატო-, მაშინ შევძელით, როცა გარემოებები რთული და საფრთხის შემცველი იყო, ჩვენ ეს მაშინ გავაკეთეთ და სირთულეებმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ამას ახლა ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ღირებულებების ერთგული და ვეცადოთ, გავაერთიანოთ ევროპა მათ გარშემო“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.