უცხოეთი
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დან ქოათსი უახლოეს დღეებში თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.

„რეიტერის“ (Reuters) ინფორმაციით, დაზვერვის სამსახურის უფროსს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით, ასევე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, დან ქოათსმა ტრამპს თავისი განზრახვის შესახებ უკვე შეატყობინა.

„რეიტერი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად წარმომადგენელთა პალატის წევრის, რესპუბლიკელ ჯონ რატკლიფის დანიშვნა სურს.

1tv.ge