საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი ლონდონს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას დაჰპირდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ბრექსიტი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობას ქმნის.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სატელეფონო საუბრისას უთხრა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
„ბორის ჯონსონი ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება. ის შესანიშნავი ადამიანი და ჩემი მეგობარია“, – განაცხადა ტრამპმა.
ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 24 ივლისს დაიკავა. მან პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 31 ოქტომბრამდე დატოვებს.
1tv.ge