საზოგადოება
უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტი შემცირდა

umaglesiგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს პროფესიული სწავლების წარმართვის უფლება მიანიჭა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობაც განუსაზღვრა. ამის საფუძველზე, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილები შემცირდა. აქედან ყველაზე მეტი, დაახლოებით 1500, ტექნიკურ უნივერსიტეტზე მოდის. ეს ადგილები კი პროფესიული სწავლების განყოფილებას დაუთმეს.

პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილის განცხადებით კი, ეს პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა. მისივე თქმით, 2011 წლის იანვრის ბოლოს ავტორიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული პროფესიული განათლების სტანდარტები არ შეესაბამება არც სტანდარტის შინაარსს, არც სტრუქტურას და არც მიზანს.

მისაღები ადგილები ილიას უნივერსიტეტში 209 ერთეულით შემცირდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში – 1450-ით, აგრარულ უნივერსიტეტში – 240-ით, ბათუმის უნივერსიტეტში – 350-ით. სულ შემცირება შეეხო 17 უმაღლეს სასწავლებელს. საერთო ჯამში კი შემცირებული ადგილების რაოდენობა 5000-ს აღწევს.