რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ-ის საელჩო საქართველოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამოძიებასა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლას ახდენს

     თვენახევრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ვაშინგტონში დაიბარა საქართველოს პრემიერი ბახტაძე, რათა თბილისისთვის მკაცრი მითითება გადაეცა - დაუყოვნებლივ დაიწყონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. პომპეომ ეს წმინდა ეკონომიკური მიზეზებით დაასაბუთა, - აქაოდა, "საქართველო არ იქცეს მთლიანად დამოკიდებულად მისდამი არაკეთილგანწყობილი რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკებზე". საიდუმლო როდია, რომ საქართველოსთვის ზემომგებიანი მონაწილეობა მეგაპროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, ჩინეთთან და რუსეთთან, ყაზახეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, აშშ-ს ინტერესებში არ შედის, რადგან გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელს აქცევს.

     ეს ხელს არ აძლევს ქართულ ოპოზიციასაც, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც, როგორც კი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ანაკლიის კონსორციუმის მეთაურს ხაზარაძესა და მის კომპანიონს ბრალი წარუდგინა თითქმის 17 მილიონი აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაში, მაშინვე აყვირდა "მოსკოვის ხელის" შესახებ. ვითომდა საქართველოს "პრორუსულმა" ხელისუფლებამ მორჩილად შეასრულა კრემლის მითითება - არ ააშენოს ანაკლიის პორტი, რომელიც საზღვაო კონტეინერების გადაზიდვებში შესაძლოა ნოვოროსიისკის პორტის კონკურენტი გახდეს.

     ნაცების განცხადებებს კვალდაკვალ მოჰყვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელმაც "შეშფოთება გამოთქვა გენპროკურატურის მიერ TBC ბანკის თანადამფუძნებლების - ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალდებების გარემოებებითა და კონტექსტით და დასძინა, რომ “ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს”.

     რატომ არის ამერიკის დიპლომატიური უწყება მიკერძოებული და სრულებით არადიპლომატიურად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში - იცავს რა ბრალდებულებს, თავად იქცევა მხარედ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში? რა უფლებით ახდენს ზეწოლას "საქართველოს №1 სტრატეგიული მოკავშირის" საელჩო გამოძიებაზე, გენერალურ პროკურატურასდა ზოგადად მართლმსაჯულებაზე? რატომ ახდენს ასე ბობოქრად "ამერიკული დემოკრატიის" პრინციპებიდისკრედიტაციას? და როდიდან ზრუნავს ცრუ-ს ყოფილი დირექტორი პომპეო ქართულეკონომიკის განვითარებაზე, რომელშიც აშშ-ს ერთი დოლარიც კი არ ქვს ინვესტირებული?!

   იმიტომ, რომ აქ საქმე სულაც არ ეხება ეკონომიკას! როცა რამდენიმე წლის წინ "ასავალ-დასავალში" და ობიექტივისეთერში განვაცხადე, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული წყალქვეშა ნავებისთვის შენდება და აქ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა გაიხსნება, საქართველოში ყველა იცინოდა - აქაოდა, ხიდირბეგიშვილი მალე იტყვის, რომ ამერიკული წყალქვეშა ნავები თბილისში - მტკვარში გამოჩნდებაო! არ იცინოდა მხოლოდ აკადემიკოსი ჯაველიძე, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ, იმავე „ასავალ-დასავალშიღიად დაუჭირა მხარი ჩემს მოსაზრებას (სხვათა შორის, ამის შემდეგ “ობიექტივში" აღარ მივუწვევივარ ...).

   დღეს კი ჩემი სიცილის დრო დადგა: გუშინ ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ, როგორ გამოთქვამენ „შეშფოთებას“ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების "სახეები", ე.წ. "ქართველი ექსპერტები" და დასავლეთის სპეცსამსახურების სხვა აგენტები - აქაოდა, "ხაზარაძის საქმეშეიძლება ხელი შეუშალოს პორტის მშენებლობას, სადაც წყალქვეშა ნავებიც შეძლებდნენ შემოსვლასო" (აზეც 2009 წელს მოილაპარაკეს სააკაშვილმა და ბაიდენმა, აშშ-იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს)...

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2019 წლის 26 ივლისი
საქართველო, თბილისი