პუბლიკაციები
„ანტირუსული ისტერია ვერ მოახდენს ქვეყნის დეოკუპაციას, პირიქით, ოკუპაციას ანექსიად გადააქცევს!“

 ანტირუსული ისტერია ვერ მოახდენს ქვეყნის დეოკუპაციას, პირიქით, გააღრმავებს ამ პრობლემას და - ოკუპაციას ანექსიად გადააქცევს! ქოცების დოყლაპიობის გამო, ნაცებმა "მონოპოლია მოიპოვეს" ანტიოკუპაციურ თემაზე, თითქოს და, მათ გარდა ქვეყნაში რუსული ოკუპაცია არავის აწუხებს! საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის საკითხი და მასთან დაკავშირებული ყველა ქმედებები (დიალოგის სხვადასხვა ფორმატები, სამშვიდობო მოლაპარაკება და სხვა), მხოლოდ სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებამოსილებაა და სხვისი არავისი!

აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც რუსეთს "კუდს უქიცინებს", ან "ქუჩურად აგინებს", ორივე შემთხვევაში, ან უმეცრები არიან, ანაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა "მესამე ძალის დავალებას" ასრულებენ!.. ეს იმას ნიშნავს, რომ არის მცდელობები ფუნდამენტალურად შეილახოს სუვერენული საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები, რადგანაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს, - მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობებში, - რაც "კუდის ქიცინით" და "ქუჩური გინებით" არ მოხდება!! P.S. ხელისუფლება, თუკი არაფერს არ აკეთებს ამ მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად, მაშინ ასეთი ხელისუფლება უნდა შევცვალოთ არა "ბუნტით", არამედ კანონიერი, ანუ საპარლამენტო არჩევნების გზით!!!

guardian.ge