პოლიტიკა
რუსეთის დადანაშაულება აგრესიასა და ტერიტორიების ოკუპაციაში შეურაცხყოფს რუსებს და ვერ დატოვებს გულგრილს! - ვოლოდინი ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ანტირუსული რიტორიკის გამო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

თუ საჯაროდ იუხეშეს, საჯაროდ უნდა იქნას პასუხიც გაცემული", – აღნიშნა მან ტელეკომპანია Россия-24-ზე.

რუსოფობიით დაკავების ნაცვლად უმჯობესია იმაზე იფიქრონ, თუ როგორ იზრუნონ ტურისტებზე! როცა ეს ისტერია ვრცელდება, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტურისტი რისკავს საკუთარ სიცოცხლეს, სიმშვიდეს, ჩადიან ბავშვებით... განა შეიძლება ასე მოექცე ქვეყანას, რომელიც გეხმარება, რომელიც რიცხავს სახსრებს, რომლის ტურისტებიც ჩამოდიან?! პირიქით, საჭიროა მათზე ზრუნვა, კომფორტის შექმნა, პირობების შექმნა, რომ კვლავაც ჩამოვიდნენ!“, - აღნიშნა ვოლოდინმა.