პოლიტიკა
ჩვენ არასოდეს ვისწრაფოდით საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებისკენ. ჩვენი დასავლეთელი კოლეგები, უწინარესად, აშშ, ცდილობენ ყველანაირად მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთს - ლავროვი

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ არასოდეს ვისწრაფოდით საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებისკენ. მიხეილ სააკაშვილის დროს სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, ყველანაირად ცდილობდა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთქმედების შეზღუდვას. შემდეგ ეკონომიკამ თავისი გაიტანა... ახლა ვაჭრობა აღდგა. არა მგონია, რომ ამის გამო ვინმე თავს ცუდად გრძნობდეს. რუსეთში არ არსებობს არავითარი ნეგატიური დამოკიდებულება და მიკერძოებულობა ქართველი ხალხისადმი. პირიქით, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით ერთად, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ RT-თან ინტერვიუში.

ეს იმიტომ ხდება. რომ ჩვენი დასავლეთელი კოლეგები, უწინარესად, აშშ, ცდილობს ყველანაირად მოწყვიტოს ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. 2008 წელს, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მუხრუჭებმა უმტყუნა, ცხინვალის რეგიონში ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი მუშაობდა, წვრთნიდნენ ქართულ სპეცნაზს და მთლიანად სამხედრო მოსამსახურეებს“, - აღნიშნა ლავროვმა.