საზოგადოება
იმერეთის ახალი გუბერნატორი ოფიციალურად წარადგინეს

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზვიად შალამბერიძე გუბერნატორის პოსტზე წარადგინეს.

წარდგენას ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველთან, სოზარ სუბართან ერთად დაესწრო.

გუბერნატორის წარდგენაზე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იმყოფებოდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რწმუნებულის აპარატი უნდა იყოს ის რგოლი, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად ახდენს კოორდინაციას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კოორდინაციას თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ეს უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და ეფექტური რგოლი. პიროვნულ დონეზე აქვს ამას მნიშვნელობა თუ ვინ იქნება რწმუნებულის პოსტზე", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ზვიად შალამბერიძე იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც მისმა წინამორბედმა, შავლეგო ტაბატაძემ პოსტი დატოვა.