საზოგადოება
სანქციების პირველ კვირაში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვი 78%-ით შემცირდა - თიბისი

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. თიბისიმ ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლები გაანალიზა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა. ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა და მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორები 78.6%-ით შემცირდა. სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით იმავე დონეზე იყო. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.