პუბლიკაციები
რუსეთიდან ფულად გზავნილებზე შეზღუდვები დაწესდა

 ფინანსური მომსახურების კომპანია Western Union- მა რუსეთიდან ფულის გადინების შესახებ შეზღუდვები შემოიღო – ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 600 000 რუბლი ერთ ქვეყანაში. ამის შესახებ „როსბიზნესკონსალტინგი“ წერს. ცვლილებები ძალაში 22 ივლისიდან შევიდა.

მიღებული ზომები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისობასა და ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების შესრულებას ისახავს მიზნად.

აქამდე, Western Union -ის რუს კლიენტებს ერთი გადარიცხვისას $5 000-ის გაგზავნა შეეძლოთ და არ მოქმედებდა თვიური ლიმიტი ან გეოგრაფიული შეზღუდვა.

ცენტრალური ბანკის შიში, რომელიც რეკომენდაციებში აისახა, გამოიწვია იმან, რომ მარეგულირებელმა უცხოეთში ერთსა და იმავე მისამართებზე მსხვილი საეჭვო გზავნილების მონიტორინგი დაიწყო.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, ბიზნესმენებს ამ გზით შეუძლიათ გადაიხადონ საქონლის ან მომსახურების თანხა, სავალუტო კონტროლის გვერდის ავლით.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2018 წელს რუსებმა Western Union-ით საზღვარგარეთ $9.5 მლრდ გაგზავნეს.