პუბლიკაციები
ორდღიანი შეხვედრა რუსული მედიისთვის და რუსულ-ქართული ურთიერთობის თემაზე მომუშავე ქართველი ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ინიციატივით, 2019 წლის 26-28 ივლისს, ბაზალეთის საკონფერენციო ცენტრში იმართება ორდღიანი შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული მხოლოდ რუსული ტელეარხებისა და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები. ასევე, ის ქართველი ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსულ-ქართული ურთიერთობის თემაზე მუშაობენ.

ორდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავს ჟურნალისტებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას რუსეთის დუმის წევრებსა და ფედერაციის საბჭოს სენატორებთან პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების შეხვედრების შესახებ. მოგეხსენებათ, ბოლო შეხვედრა 2019 წლის 15 ივლისს გაიმართა. პარტიის სურვილია, რომ ჟურნალისტებს გაუზიაროს მისი ხედვა ქართულ-რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის პროცესზე.

პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი უპასუხებენ ჟურნალისტთა შეკითხვებს.

შეხვედრის საორგანიზაციო და საინფორმაციო მხარდამჭერია მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი“.