დღეს პარტიათავისუფლების” ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა პარტია დატოვა. ამის მიზეზად პარტიის ლიდერ კოკო გამსახურდიასა და პარტიაში არსებულ მდგომარეობას ასახელებს.
“ოფიციალურად ვაცხადებ, რომ აღარ ვარ პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების” წევრი.მე არ მაქვს უფლება, ვიყო იმ ადამიანის გვერდით, რომელიც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური და პირველი პრეზიდენტის, სახელოვანი მამის სახელით სპეკულირებს და საკუთარი ძმის ბედიც კი არ ადარდებს, თუნდაც იგი უკანონოდ იყოს დაკავებული და შიმშილობდეს.
პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება” იშლება. გასული წლის ივნისიდან უფრო და უფრო მცირდება პარტიის ოფისებისა და წევრთა რაოდენობა. მე ვერ გავჩერდები იმ ორგანიზაციაში, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილს მიეყიდა. ადგილობრივი არჩევნების დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებისას, მის საუბარში არ იგრძნობოდა თავისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილზე გამარჯვების სურვილი. ორგანიზაცია ფაქტობრივად დაშლილია, არ არსებობს სათაო და რაიონული ოფისი, პარტიის წევრთა რაოდენობა 10 კაცამდე შემცირდა; ჩემი ადგილი ამ ორგანიზაციაში აღარ არის...”