პოლიტიკა
არლამენტი 29 ივლისიდან რიგგარეშე სხდომების მოწვევას გეგმავს

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომების მოწვევას გეგმავს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას 29 ივლისიდან აპირებს.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მიმართოს.

რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი საყოველთაო-სახალხო კომისიის შექმნა იქნება, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემის ამოქმედებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე უნდა იმსჯელოს.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს დახურა, თუმცა დეპუტატები საქმიანობას საკომიტეტო ფორმატში აგრძელებენ. რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.