პოლიტიკა
რაც არ უნდა ემოციური იყოს რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია სტრატეგიული ამოცანების საღი და ცივი გონებით განხორციელება - ლევან იზორია

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია საღი და ცივი გონებით განხორციელება იმ სტრატეგიული ამოცანებისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ნაწილია, მაქსიმალურად შენარჩუნდეს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება.

რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. მათ შორის აღნიშნული სწავლება Agile Spirit სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს ვისმენთ და რაც არ უნდა ემოციური იყოს ეს განცხადებები ჩვენთვის, აუცილებელია საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა და რაც პრიორიტეტულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამ პოლიტიკას, მიუხედავად ცალკეული განცხადებებისა, ჩვენ ცალსახად მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იზორიამ.