უცხოეთი
ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ „ფარკი“ იუწყება. ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი და მის ბორტზე მყოფი პირები სპარსეთის ყურეში არსებულ საპორტო ქალაქში გამოძიების დასრულებამდე დარჩებიან.

შეგახსენებთ, 19 ივლისს ჰორმუზის სრუტეში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის წარმომადგენლებმა ორი ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავეს. მოგვიანებით, ერთმა ტანკერმა გზა განაგრძო.

მომხდართან დაკავშირებით ლონდონში ხელისუფლების საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, ჯერემი ჰანთმა კი, ამერიკელ კოლეგასთან, მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამჟამად ლონდონი პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე მუშაობს, თუმცა თუ უახლოეს მომავალში წარმოქმნილი კრიზისი არ აღმოიფხვრება, ნავთობტანკერის დაკავებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

1tv.ge