სამართალი
საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა

saarsebo-minimumiსაქსტატის მონაცემებით, თებერვალში საარსებო მინიმუმი კიდევ 6 ლარით გაიზარდა და 158 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. ეს კი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმის ზრდაზე უპირველესი გავლენა იმ სურსათზე ფასების მატებამ იქონია, რომელსაც სასურსათო კალათაში მნიშვნელოვანი წილი უკავია: ხორცი, შაქარი, პური. მთლიანობაში სასურსათო კალათაში სურსათს 70% უჭირავს, 30%-ს კი არასასურსათო ხარჯები შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა კი 266 ლარი შეადგინა.

გასულ წელთან შედარებით, სურსათზე ფასების ზრდამ 28.4%-ს მიაღწია, ხოლო ტრანსპორტის ფასები 7.8%-ით გაიზარდა.