აქტუალური
დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვაშინგტონში გასამართ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, უმასპინძლებს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მინისტერიალზე განხილული იქნება თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზები.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან.

ვიზიტის ფარგლებში, 18 ივლისს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) თანამშრომლობისა და პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში 19 ივლისს დასრულდება.