პუბლიკაციები
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სამწუხარო ინციდენტი ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ თანამშრომლობას არ შეესაბამება და სააკაშვილის პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს - საქინფორმი

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფებისა და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფებისა და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ სამწუხარო ინციდენტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და წყალს ასხამს სააკაშვილის პარტიის წისქვილზე. საქინფორმის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ინციდენტის გამოძიება, რომელიც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობის სულისკვეთებას, სადაც 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, უთუოდ მიგვიყვანს ქართული ოპოზიციის ბანაკში, რომლის ბირთვსაც წარმოადგენს სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობა“ და მისი ქვედანაყოფი - პარტია „ევროპული საქართველო“. თუმცა, უკვე დღეს შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ, რომ სააკაშვილის სხვადასხვა საბრძოლო რაზმები, ისეთი, როგორიცაა დავით ქაცარავას „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ „ძალა ერთობაშია“, ცხინვალის გამყოფი ხაზიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე რომ გადაინაცვლა, მხოლოდ ამწვავებენ ისედაც დაძაბულ ფონს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე. პატრიოტთა ნიღბებს ამოფარებული რუსოფობების - სააკაშვილის თანამოაზრეთა „საბრძოლო მორიგეობას“ აქაც მხოლოდ ზიანი მოაქვს, როგორც ეს შიდა ქართლში ხდებოდა, სადაც მავთულხლართებთან მათი ყოველი ხმაურიანი აქცია ცხინვალის მხრიდან რუსი მესაზღვეების საბრძოლო მზადყოფნას და ქართული სოფლების მკვიდრი გლეხების დაკავებას იწვევდა.