ნატოსთან ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადაუსვლელობას სააკაშვილი ევროპას აბრალებს
უცხოურ მედიასთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო „მოსწავლეა“ და მუდმივად საუკეთესო შეფასებებს იღებს, თუმცა ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით ევროპას საერთო პოზიცია არ აქვს“.
„ჩვენ ნატოსთან შემდგომი ურთიერთობის ეტაპზე არ გადავდივართ, თუმცა ამაში შტატები არაა დამნაშავე, ამის მიზეზი თავად ევროპაში კონსენსუსის არარსებობაა. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ რეგიონზე გეოპოლიტიკური ფაქტორი გავლენას ახდენს“, – განაცხადა სააკაშვილმა.