2002 წლიდან „ჯერმუკ ჯგუფი“ სავაჭრო სახლი „კრემლიოვსკის“ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, კრემლსა და რუსეთის სახელისუფლებო დაწესებულებებს „ჯერმუკის“ პროდუქციით ამარაგებს. ქართული მხარის ცნობით, ახალი ინვესტორის შემოყვანის გადაწყვეტილება აქციონერთა მიერ ახალი საინვესტიციო პროექტის დასაფინანსებლად იქნა მიღებული. სომხეთის მეწარმეთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის – გაგიკ მაკარიანის, განცხადებით, სომხური კომპანია ქართული წარმოების შეძენით ჯერ კიდევ 2-3 წლის წინათ დაინტერესდა. დღეს კი, მაკარიანის თქმით, როგორც ჩანს, „ჯერმუკმა“ აქციების შეძენის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. მაკარიანი ამბობს, რომ საწარმოს შეძენის შემდეგ სომხური კომპანია, სავარაუდოდ, წარმოებას გაზრდის. ამასთან, შეცვლის სარეკლამო კამპანიას, რომელიც უფრო აგრესიული გახდება, რადგან სომხეთში „პეპსის“ სწორედ ასეთი კამპანია გამოარჩევს.