სამართალი
კონტროლის პალატა საჯარო სკოლების შემოწმებას იწყებს

control_palკონტროლის პალატა დღეიდან, 16 მარტიდან, საჯარო სკოლების შემოწმებას იწყებს. მთავარი მაკონტროლებელი თავდაპირველად სკოლების ფინანსური საქმიანობის აუდიტს ჩაატარებს. შემდეგ დარჩენილი უმაღლესი სასწავლებლების კონტროლს განახორციელებს. მთავარმა მაკონტროლებელმა აგრარული უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის აუდიტი უკვე დაასრულა.

შედეგად არასწორი მენეჯმენტის, შესყიდვებისა და ფინანსების არაეფექტიანი მართვის შემთხვევები გამოავლინა. პალატამ ყველა შემთხვევაში რეკომენდაცია გასცა, მომხდარიყო ხარჯების ოპერატიული მართვა. მაკონტროლებლის რეკომენდაციის საფუძველზე მთავრობამ კანცლერის ინსტიტუტის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების ფინანსებს გააკონტროლებს.