სამართალი
მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება ჩვენი საერთო ევროპული მიზანია - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

მისი თქმით, საქართველოში შექმნილი ყველა დადებითი მუხტის მიუხედავად, ქვეყანა კვლავ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გამოწვევების წინაშე.

სრული მასშტაბით მიმდინარეობს მზარდი მილიტარიზაცია და წუთობრივად იზრდება დეპოპულაციის მასშტაბი. ასე მაგალითად, 5-6 ჯერადად შემცირდა ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ყოველივე ამის შედეგად, საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად უწევს ქვეყანას საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება.

ყოველივე ამის შედეგად, საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება. ამასთან დაკავშირებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამოწვევები არა მხოლოდ ქართველების დასაძლევია, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მიზანია მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების მიზანმიმართულ უგულვებელყოფასთან შეუგუებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.