მარნის კარზე მინაწერი ნიკალას ეკუთვნის
ექსპერტები სამკვირიანი მუშაობის შემდეგ საბოლოო დასკვნას აქვეყნებენ. სოფელ ოზაანში აღმოჩენილ მარნის კარზე არსებული მინაწერი ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. სპეციალურმა კომისიამ უკვე ჩაატარა კალიგრაფიული, ვიზუალური და ისტორიული კვლევა.
მკვლევართა ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებული იყო, ისიც ამყარებდა, რომ სოფელ ოზაანში, სადაც კარები აღმოაჩინეს, მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი. გადმოცემით, ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა.
შეგახსენებთ, რომ წარწერა მარნის კარზე 2010 წლის ივლისში ადგილობრივმა მოსახლემ შემთხვევით აღმოაჩინა.