პოლიტიკა
საქინფორმის მთავარი რედაქტორი პუტინს საქართველოს გადარჩენისთვის მადლობას უხდის

   ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

2012 წლის 5 მარტის დილას, როგორც კი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოცხადდა, მე მოგილოცეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რომელსაც (ვციტირებ) „ხელი ვერ შეუშალა ვერანაირმა „ჭაობებმა“ („Болота“) და „წვიმებმა“ („Дожди“)“. რუსეთისა და რუსი ხალხის მტრები მაშინ უგვანო მიტინგებს აწყობდნენ «Болотная»-ს მოედანზე და სიტყვით გამოდიოდნენ ტელეარხზე „Дождь“, დღეს კი საქართველოსა და ქართველი ხალხის მტრები უხამს მიტინგებს აწყობენ რუსთაველის პროსპექტზე და სიტყვით გამოდიან ტელეარხზე „რუსთავი 2“. თუმცა, დრო შეიცვალა - თუ 2012 წელს, რუსეთის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის ჩემს მილოცვას შედეგად მოჰყვა მუქარისა და ბინძური შეურაცხყოფის კორიანტელი, დღეს მე გახვრეტილ გროშსაც არ მივცემდი ჭაობის ჭინკის, გვარად „გაბუნიას“ და მისი „ტკბილი მეწყვილის“ – „რუსთავი 2“-ის გებდირექტორის გვარამიას ფიზიკურ უსაფრთხოებაში, რომლებთანაც ანგარიშის გასწორება სწყურია განრისხებულ თქვენთვის ძალიან საყვარელ ქართველ ხალხს.

დაცვის ორმაგი ჯავშნის - ჟურნალისტებისა და სექსუალური უმცირესობების - პირობებში ნაძირლებმა შეასრულეს თავიანთი პატრონის - არამზადა სააკაშვილის ბრძანება, თუმცა, ამით შეურაცხგყვეს არა თქვენ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, არამედ მთელი ქართველი ხალხი! მთელი ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თქვენ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციები შეაჩერეთ და ამით გარდუვალ დაღუპვას გადაარჩინეთ მილიონობით მისი მოქალაქე, მე ველოდი გულწრფელი მადლიერების სიტყვებს არა უბრალო ქართველებისგან, რომლებსაც სწყურიათ უწინდელი მეგობრობა და ძმობა რუს ხალხთან, არამედ საქართველოს ხელმძღვანელობისგან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ...

ამიტომ დღეს, გამოვხატავ რა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს, მე, ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, პირადად ჩემი და ასევე „საქინფორმის“ მთელი ჟურნალისტური კოლექტივის სახელით, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თქვენი კეთილშობილური ნაბიჯის გამო, ასევე უდიდეს ბოდიშს გიხდით იმ უდღეურის საქციელის გამო, რომელიც პასპორტით ქართველია, თუმცა ნაძირლებს ეროვნება არ გააჩნიათ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2019 წლის 12 ივლისი