პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე:„გია კორკოტაშვილის „ქართული მისია“ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში არსებულმა არასახარბიელო პოლიტიკურმა მდგომარებამ, რომელიც წლებია უკვე უიმედოდ გრძელდება და საქართველოს ყველა მხარეში მრავალი ჩვენი მხარდამჭერის სურვილმა და მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ ამა წლის სექტემბერში, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მისია" გადაკეთდეს პოლიტიკურ მოძრაობად, რომელიც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას!

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქართული მისია" დაფუძნდა 2015 წლის 17 აპრილს (თავმჯდომარე, გია კორკოტაშვილი). დამფუძნებლებმა ნათლად დავინახეთ, რომ აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, რათა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოსი ხერხემალია!

"ქართული მისია" დაარსების დღიდანვე შეუდგა აქტიურ მოქმედებას და კვლავაც ვაპირებთ გაასკაცებული ენერგიით განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა, რადგანაც ქვეყანაში ბევრი გადაუჭრელი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემაა ყველა სფეროში, რასაც ვერ შევეგუებით!

"ქართული მისიის" მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შევუნარჩუნოთ საქართველოს, ქართველ ხალხს ის კულტურულ-საგანმანათლებლო, ზნეობრივ-მორალური, სოციალ-ეკონომიკური როლი და მნიშვნელობა, როგორიც მას ჰქონდა ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში და რომელიც ნაწილობრივ დაკარგა წინა პოლიტიკური რეჟიმების მმართველობის დროს და დღესაც, სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება!

"ქართული მისიის" წევრები ჩვენი საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვართ და პირდაპირ თუ ირიბად ვმონაწილეობთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს, ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია ამათუიმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე!

"ქართული მისია", პრიციპულად ეწინააღმდეგება საქართველოს ჩართვას ზესახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ჩვენი სამშობლოს გადაქცევას, მათი გეოპოლიტიკური "შეჯახების პოლიგონად"! ჩვენი გვწამს და გვჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, როდესაც მოხდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, არანაირი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს არც ერთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს! საქართველო უნდა გადაიქცეს სიმშვიდის, პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და რეგიონალური უსაფრთხოების ოაზისად, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება!

"ქართული მისია" მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ორიენტაციას, ჩვენ იგი გვესმის, როგორც - სწრაფვა სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ, ინტენსიური ტექნოლოგიური პროგრესისკენ, ეფექტური აგრარულ-ინდუსტრიული წარმოებისკენ, მეცნიერების, განათლების, ეროვნული კულტურის განვითარებისკენ, ქვეყნის მოსახლების ცხოვრების დონის და სოციალური ხარისხის ამაღლებისკენ!

"ქართული მისიისთვის" კატეგორიულად მიუღებელია "ევროპული ინტეგრაციის" ისეთი გაგება, რომელსაც უკვე ათწლეულებია ქვეყნის მოსახლეობას თავს ახვევენ მმართველი ხელისუფლებები და სხვადასხვა სახელის მქონე ულტრალიბერალური ("ლიბერასტული") იდელოგიის მატარებელი და უხვად დაფინანსებული ანტიეროვნული პოლიტიკური ჯგუფები და "ენჯეოები"!

"ქართული მისიისთვის" აბსოლუტურად მიუღებელია: ეროვნული კულტურის მივიწყება, უზნეობის (სოდომიზმის) პროპაგანდა და ახალგაზრდა თაობის მორალური გახრწნა, ჩვენი ერის გმირული ისტორიული წარსულის და ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის და მოღვაწეობის უარყოფა!

"ქართულ მისიას", შეგნებული და გათვითცნობიერებული აქვს, რომ საქართველო კავკასიის ცენტრს წარმოადგენს და ჩვენ უძველესი კავკასიელები ვართ, ამ სივრცის განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ. გამომდინარე აქედან, უწინარესად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ თანმიმდევრულად უნდა დავიცვათ ის ნორმები და პრინციპები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე განსაზღვრეს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ფსიქო-კულტურული თავისებურება, ერის გენეტიკური კოდი, მისი სახე და სული!

"ქართული მისია", სხვა პატრიოტულ ორგანიზაციებთან ერთად ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა და ღებულობს მრავალათასიან თუ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციებში, რომლებიც უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის: ქართული ოჯახის სიწმინდის დაცვის, ერთნაირსქესიანთა "ქორწინების" დაკანონების, ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის, ანტისაიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების, უცხოელი არალეგალების შეჩერების და დეპორტაციის, გეიპროპაგანდის და ნარკოტიკების ლეგალიზაციის, კულტურულ-რელიგიური ძეგლების ხელყოფის (დავით გარეჯა და სხვა), ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციები!

და ბოლოს, "ქართული მისიის" წევრების ყველა სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტიურობა თანხვედრაში იყო, არის და იქნება ჩვენს დედაეკლესიასთან, რადგანაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვა-კურთხევას ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობა ენიჭება!!!

"ქართული მისიის" გამგეობის წევრი, ჯუმბერ კირვალიძე.